GeoCrown – ჯეოქროუნი
სამშენებლო – სარემონტო მასალები
კომპანია „ჯეოქროუნი“ დაარსდა 2009 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს – ევროპული წარმოების სარემონტო-სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში. კომპანია მოღვაწეობს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვების მიმართულებით და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ მრავალი დასახელების საუკეთესო ხარისხის ევროპული ეკომეგობრული პროდუქცია, რაც რემონტსა და საყოფაცხოვრებო-სამშენებლო ქიმიასთანაა დაკავშირებული.

„ჯეოქროუნი“ დაარსების დროიდან მალევე მოექცა მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში. დღეისთვის კი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი კომპანიის მიერ იმპორტირებული უმაღლესი ხარისხის სარემონტო – სამშენებლო მასალების შეძენა. ამგვარად კომპანიის მომხმარებელთათვის კარგად გახდა ცნობილი თუ სად შეიძლება უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა სარემონტო მასალების შეძენა და რაც ყველაზე მთავარია სად არის პროდუქციის ფართო არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად?!

პროდუქციის ტიპები:

  • ძირითადი სარემონტო მასალები
  • საღებავები და ლაქები
  • საყოფაცხოვრებო-სამშენებლო ქიმია

არსებული მგდომარეობა და ზრდის ტემპი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სამომავლოდ ბევრად უფრო გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზოს მომხმარებლებს მათთვის სასურველი პროდუქცია, როგორც არჩევანის მრავალფეროვნების კუთხით, ასევე ფასების ხელმისაწვდომობის მხრივ.

თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა ჩვენი კომპანიის წარმატების საწინდარია

2009
დაარსების წელი
57
პარტნიორი კომპანიები
45879+
კმაყოფილი მომხმარებელი
2+
მაღაზია